კალათბურთი

23:58 | 27.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ-2017-ის წილისყრა: საქართველო მე-4 კალათაში იქნება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის (22 ნოემბერს, სტამბულში) დროს მე-4 კალათაში იქნება. ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, განთესვის სქემა უკვე გაჩნდა ისლანდიურ და პოლონურ წყაროებში და ის რეალობასთან საკმაოდ ახლოს დგას.

როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში რუსეთთან, სლოვენიასთან და უნგრეთთან ერთად იქნება, რაც იმაც ნიშნავს, რომ ევრობასკეტ-2017-ზე ამ გუნდებიდან მეტოქედ ვერცერთი ერგება.

სრულ განთესვას აქვე გაეცნობით, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ მომავალი ტურნირი გაისად 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე შედგება, მასპინძელი კი 4 ქვეყანა იქნება: თურქეთი, ფინეთი, ისრაელი და რუმინეთი.

შეჯიბრის ფორმატის თანახმად, ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო კი მერვედფინალში თამაშის უფლებას მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123232