ფეხბურთი

13:14 | 27.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში

29 სექტემბერს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი და გენერალური მდივანი, თეოდორ თეოდორიდისი ესტუმრებიან. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უეფას პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის სტუმრობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც სფფ-ის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ასევე დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად 2016 წლის 14 სექტემბერს აირჩიეს. ათენში გამართულ არჩევნებზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მხარი მის კანდიდატურას დაუჭირა.

0.125162