ფეხბურთი

21:17 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ბილია სერიოზულად დაშავდა

რომის “ლაციოსა” და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ლუკას ბილია ტრავმირებულია. როგორც რომაული გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, 30 წლის ნახევარმცველს კუნთის ტრავმის გამო მოედანზე გასვლა მომდევნო ორი თვის განმავლობაში არ შეეძლება.

“ბილია მებრძოლი ფეხბურთელია, თამაში სურს, მაგრამ იგი გარკვეული დროით დავკარგეთ”, - თქვა “ლაციო” “ემპოლის” მატჩი შემდგომ რომაელთა თავკაცმა სიმონე ინძაგიმ.

ლუკას ბილიამ ტრავმა “ემპოლისთან” შეხვედრის მეშვიდე წუთზე მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. იგი “ლაციოს” გარდა, არგენტინის ნაკრებსაც დააკლდება, რომელსაც ოქტომბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ელის პერუსთან და პარაგვაისთან.

0.118091