იტალიური “რომას” თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი ავტოავარიაში მოჰყვა. როგორც გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” გვამცნობს, 24 წლის ფეხბურთელი “ტორინოსთან” მატჩის შემდეგ რომში საკუთარი ავტომობილით ბრუნდებოდა და გზაზე აღნიშნული ინციდენტი შეემთხვა.
როგორც ირკვევა, ევგიპტური ფესვების მქონე მოთამაშე სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა და საავადმყოფოში მისი მოთავსება საჭიროც არ გამხდარა. ელ შაარავის, ხვალ “ტრიგორიაზე” ელიან, სადაც “რომა” ვარჯიშს ჩაატარებს.