ფეხბურთი

16:18 | 25.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ტიაგოს გადაცემა ფანტასტიკური იყო"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ჰამბურგთან" სტუმრად მოგებული (1:0) ბუნდესლიგის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ იგი მეტოქისგან ინტენსიურ თამაშს ელოდა და მისმა გუნდმა გამარჯვება მაინც მოიპოვა.

"ძალიან დაძაბული მატჩი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც "ჰამბურგი" ინტენსიურად თამაშობდა. ტიაგო ალკანტარას გადაცემა კი ფანტასტიკური იყო." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

"ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ 5 მატჩი მოიგო და 15 ქულით ლიდერია. "რეკორდმაისტერს" "დორტმუნდი" სამი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112333