მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ლას პალმასთან" მატჩში კრიშტიანუ რონალდუ 72-ე წუთზე შეცვალა, როდესაც ანგარიში 2:1 "ბლანკოსის" სასარგებლოდ გახლდათ. სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალი პორტუგალიელი უკმაყოფილო გახლდათ.
ესპანელი ჟურნალისტის კითხვაზე გაბრაზდა თუ არა ევროპის ჩემპიონი შეცვლის გამო, ფრანგმა შემდეგნაირად უპასუხა: "გაბრაზდა? ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. მას ყოველთვის უნდა მოედანზე ყოფნა, ზოგჯერ კი მისი შეცვლა გვიწევს ხოლმე და დღესაც ასე მოხდა. მას ცუდად არ უთამაშია."