კალათბურთი

17:53 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 19 ქულა და ბურჯანაძის 18-ქულიანი დებიუტი “ანდორაში”

ესპანეთის უმაღლესლიგელ „ანდორაში“ დებიუტი ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს. ანდორელებმა ესპანეთის ქალაქ პლატხადაროში დახურული ტიპის შეხვედრა გამართეს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“. მატჩი სტუმართა 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

ანდორელთა შემადგენლობაში საუკეთესონი იყვნენ ქართველი ლეგიონერები. ბურჯანაძემ 20 წუთში 18 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი შერმადინმა 25 წუთში - 19 ქულა და 8 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი „ანდორაში“ გასულ სეზონშიც გამოდიოდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ბურჯანაძე კი კლუბს სეზონთშორის პერიოდში შეუერთდა. მან წინა სეზონი რანგით მეორე ლიგის კლუბ „ლეიმა ბასკეტში“ გაატარა, სადაც გუნდის ბომბარდირი გახლდათ.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121228