ფეხბურთი

15:48 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

პოლონეთის ჩემპიონ “ლეგიას”, რომლის ღირსებასაც ქართველი ვაკო ყაზაიშვილი იცავს, ამიერიდან იაცეკ მაგიერა გაწვრთნის. როგორც ვარშავული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 39 წლის სპეციალისტმა გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგიერამ აღნიშნულ პოსტზე ალბანელი ბესნიკ ჰასი შეცვალა, ვინც “ლეგია” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, მაგრამ შიდა ჩემპიონატში გუნდი ძალიან ცუდად გამოდის.

იაცეკ მაგიერა “ლეგიას” კარგად იცნობს. იგი ამ გუნდის რიგებში თამაშობდა 1997-2006 წლებში (232 მატჩი, 19 გოლი), ხოლო 2006-2013 წლებში უკვე სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა – მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12316