65 წლის ჰოლანიელი სპეციალისტი ლუის ვან გაალი, შესაძლოა, ბრემენის “ვერდერის” მთავარი მწვრთნელი გახდეს, აღნიშნულ ინფორმაციას goal.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ვან გაალი კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ბუნდესლიგაში “ვერდერმა” სასტარტო ოთხივე მატჩი წააგო, რასაც მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვიქტორ სკრიპნიკის დათხოვნა მოჰყვა. კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდი დროებით ალექსანდრ ნურის ჩააბარა და პარალელურად ახალი მწვრთნელის ძიებას განაგრძობს.