“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კრიტიკოსებს საინტერესოდ უპასუხა. როგორც “განსაკუთრებულმა” manchester evening news-თან საუბარში განაცხადა, ფეხბურთი სავსეა ალბერტ აინშტაინებით.
“ჩვენ გვქონდა ძალიან ცუდი კვირა, ხალხი კი ცდილობს წაშალოს ჩემი 16-წლიანი, წარმოუდგენელი კარიერა – რას ვიზამთ, ფეხბურთი ასეთია, ყველა აინშტაინია”, - თქვა ირონიულად მოუმ.
შეგახსენებთ, მოურინიოს და “მანჩესტერს” კრიტიკის ქარცეცხლი თავს მას შემდგომ დაატყდათ, რაც გასულ კვირაში გუნდმა მიჯრით სამი თამაში წააგო “სიტისთან”, “ფეიენოორდთან” და “უოტფორდთან”.