ფეხბურთი

11:17 | 23.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

TOP ჩემპიონატების 16 წლის რეკორდსმენი ლიგა 1-ში

ვინსენ ტილი – შესაძლოა, აღნიშნული სახელი და გვარი არც არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ფაქტია, 16 წლის ფეხბურთელი საინტერესო რეკორდის ავტორი გახდა. საქმე ისაა, რომ 2000 წლის 4 თებერვალს დაბადებულ ლუქსემბურგელ თინეიჯერს გუშინ საფრანგეთის ლიგა 1-ში დებიუტი ჰქონდა. “მეცის” ნახევარმცველმა “ბორდოსთან” მატჩის 82-ე წუთზე მევლუთ ერდინჩი შეცვალა და XXI საუკუნეში დაბადებულ ფეხბურთელთაგან პირველი გახდა, ვინც ტოპ ექვსი ჩემპიონატიდან ერთ-ერთში (ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია) ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 16 წლის ბიჭის შეძენას გასულ ზაფხულს თვით მიუნხენის “ბაიერნი” ცდილობდა, მაგრამ ნიჭიერი მოთამაშე “მეცმა” შეინარჩუნა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ტილს ლუქსებურგის ნაკრებში დებიუტი მიმდინარე წელს ჰქონდა და უკვე გოლიც აქვს გატანილი – 4 თამაში, 1 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115078