ფეხბურთი

0:54 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას მორიგი გოლი, ქვილითაიას პირველი სასტარტო (+VIDEO)

ბელორუსიის ჩემპიონ "ბატეს" რიგებში მორიგი გოლით გამოირჩა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია. ქართველმა ფეხბურთელმა ამჯერად ბელორუსიის თასის 1/8 ფინალში "ისლოჩის" კარი აიღო 24-ე წუთზე. გვილიასთვის ეს მესამე გოლია "ბატეში" - აქამდე ორჯერ თავი ჩემპიონატში გამოიჩინა.

ვენის "რაპიდის" ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა გიორგი ქვილითაია, რომელმაც ავსტრიის თასზე სტუმრად "ლეობენდორფთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში მოედანზე 78 წუთი გაატარა. მოგეხსენებათ, ქვილითაიას ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და წინა ორ შემთხვევაში მას სათამაშოდ მცირე დრო ეძლეოდა.

0.134721