ფეხბურთი

16:04 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია ვარჯიშს სამ კვირაში დაიწყებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “სევილია ატლეტიკოს” ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მოედანზე სამ კვირაში უნდა დაუბრუნდეს. როგორც უშუალოდ ფეხბურთელმა გვითხრა, გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და “სევილიას” სამედიცინო შტაბის მხრიდან ყურადღებაც არ აკლია.

“გამოჯანმრთლების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. დაახლოებით სამ კვირაში წესით ვარჯიში უნდა დავიწყო. ეს ყველაზე კარგ ვარიანტში. გუნდში რა თქმა უნდა, ყურადღებას მაქცევენ, ყოველ ორშაბათს მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას მიტარებენ, ხოლო 3 დღეში ერთხელ ეხოს მიღებენ. ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, ცუდია, რომ ტრავმა ასეთ დროს მივიღე – სეზონის დასაწყისში”, - გვითხრა გიორგიმ.

შეგახსენებთ, აბურჯანიამ საქართველოს ნაკრების შეკრების დროს კუნთი გაიწყვიტა და მას შემდგომ ლაზარეთშია. არადა, გიორგი “სევილიაში” ახალი გადაბარგებული იყო და გუნდთან ადაპტაციას სწორედ მაშინ გადიოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114643