ჩოგბურთი

15:15 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ჩინურ ტურნირს გამოეთიშა

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ჩინურ გუანჟოუში მიმდინარე 250-ათასიან ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა, თუმცა, მის ასპარეზობას მაინც წარმატებული უნდა ვუწოდოთ.

შაფათავამ თამაში კვალიფიკაციიდან დაიწყო და ძირითადი ბადის მე-2 წრეში გასვლის წყლობით, 48 სარეიტინგო ქულა შეიმატა, რაც რეიტინგში მის დაწინაურებას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად სოფოს კლასიფიკაციაში 235-ე ადგილი უკავია.

Guangzhou International Women's Open-ის მერვედფინალში შაფათავა მე-3 ნომრად განთესილ ხორვატ ანა კონიუხს გაეჯიბრა და რეიტინგში გაცილებით მაღლა მდგარ (54-ე პოზიცია) მეტოქესთან 1:6, 6:7 (2:7) დამარცხდა.

0.112121