ფეხბურთი

20:40 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემის” უარი “რეალს” და პსჟ-ს

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ფრანგი დიმიტრი პაიეს გაყიდვას არ აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას Squawka.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფრანგი შემტევით “რეალი” და პსჟ არიან დაინტერესებული, თუმცა ლონდონურმა კლუბმა ორივე შემოთავაზება უარყო.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ზე პაიე საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, დიმიტრიმ სამი გოლი გაიტანა. ის “ვესტ ჰემის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

0.102174