21 წლის ბერძენმა კალათბურთელმა იანის ადეტოკუმბომ “მილუოკი ბაქსთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ის 100 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
განვლილ სეზონში ბერძენი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.9 ქულას, 7.7 მოხსნას, 4.3 პასს, 1.2 ჩაჭრას და 1.4 ბლოკ-შოტკს აკეთებდა.