ფეხბურთი

23:29 | 19.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" გათამაშებაში ცვლილებები შეიტანა

რამდენიმე დღის წინ “ოქროს ბურთი” ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა “ფრანს ფუტბოლს” დაუბრუნდა და შესაბამისად, უკვე ცნობილი გახლდათ, რომ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელს არა ფიფა, არამედ ფრანგული გამოცემა დაასახალებდა, ისე როგორც ამას 2010 წლამდე აკეთებდა.

როგორც გაირკვა, ძველებურად 23 ნომინანტის ნაცვლად “ფრანს ფუტბოლი” საუკეთესო მოთამაშეს 30 კანდიდატურიდან აარჩევს. აღარც სამი ფინალისტი გამოვლინდება და პირდაპირ ხსენებული ოცდაათი მოთამაშიდან დასახელდება გამარჯვებული, ამასთან 2016 წლის საუკეთესო მოთამაშე არა დამდეგი წლის იანვარში, არამედ მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვლინდება.

საგულისხმოა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელს ამიერიდან არა ფიფას წევრი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, არამედ უშუალოდ “ფრანს ფუტბოლის” ჟურნალისტები გამოავლენენ. სხვათა შორის, 2010 წლამდე სწორედ ასეთნაირად ირკვეოდა “ოქროს ბურთის” მფლობელთა ვინაობა...

0.112288