ახლო წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ხავიერ სავიოლა ანდორაში დასაქმდა. ღოგორც ცნობილი ხდება, 34 წლის სავიოლა ამიერიდან ბედს სამწვრთნელო ასპარეზზე ცდის და ანდორის საფეხბურთო ჩემპიონატში მოასპარეზე “ორდინოს” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს.
“ჩემთვის ყველაფერი ახალია. მინდა ჩემი გამოცდილება გამოვიყენო და იგი ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუზიარო”, - უთხრა სავიოლამ “მუნდო დეპორტივოს”.
ხავიერ სავიოლამ საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ მშობლიურ “რივერ პლეიტში” დაასრულა. სწორედ ამ გუნდიდან გაითქვა მან თავის დროზე სახელი და ერთი პერიოდი სამშობლოში დიეგო მარადონას მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ...
მას გარდა “რივერისა”, “ბარსელონაში”, “სევილიაში”, “რეალში”, “მალაგაში”, “ბენფიკაში”, “ოლიმპიაკოსსა” და “ვერონაში” უთამაშია.