ფეხბურთი

14:01 | 19.09.2016 | ნანახია 3397 - ჯერ

ყაზაიშვილს “ლეგიაში” ახალი მწვრთნელი ჰყავს

ვაკო ყაზაიშვილის ვარშავის “ლეგიას” მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. როგორც პოლონეთის ჩემპიონის ვებგვერდი იტყობინება, წარუმატებელი შედეგების გამო გუნდიდან ბესნიკ ჰასი დათხოვილია, ხოლო მის ადგილზე დროებით ჰასის ასისტენტი ალექსანდრ ვუკოვიჩი იმუშავებს.

“ლეგია” პოლონეთის მოქმედი ჩემპიონია და ჰასიმ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანა, თუმცა მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასაში ძალიან ცუდად თამაშობს: 9 ტურის მერე 9 ქულა აქვს და 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. ჰასისთვის საბედისწერო ლუბინის “ზაგლებიესთან” გუშინ წაგებული მატჩი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ “ლეგიას” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ყაზაიშვილს მაინცდამაინც არ სწყალობდა და ზემოხსენებულ “ზაგლებიესთან” სამატჩო განაცხადშიც არ ჰყავდა შეყვანილი.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:25 | 19.09.2016
araza-1918 (6330)

კკვირკველია ზენიტთას სკამზე ზის პირველად ეგება გამოიყვანოს რუბინის გამოშტერებულმა ტრენერმა

18:08 | 19.09.2016
berodaviti (4285)

განაცხადს მიღმაო, აუფ ეგრე არ გამოვა, რისთვის გაუფორმეს კონტრაქტი ?!

17:23 | 19.09.2016
sabonis (9584)

სადაც ქართველი მივიდა ყველგან მწვრთნელს აახვევინეს,DD

23:33 | 19.09.2016
ბაგი-რეი (2262)

კი და ქართველების გუნდები ვერ ვარგან მარა ჩემპიონატის ბობოლა გუნდებს უჩმახებს ხშირად. მაგალითად შარშანდელი დუისბურგი და ესკიშეჰირი. ორჰუსს სამომავლოდ დანიის ჩემპიონობა უნდოდა მარა ვაწაძე მიიყვანეს. ვიტესზე ზედმეტია ლაპარაკი. აი როსტოვის მენეჯმენტი მომეწონა. კაჭარავას 20 წუთზე მეტი არ მისცეს სათამაშო დრო და გადარჩნენ. შახტარშიც არ არიან ბაიყუშები)) ემპოლს რო სხვა გზა არ ექნება და მჭედლიძე ძირითადის ფეხბურთელი გახდება მაშინ გავარდება სერია ა დან)) იმედი მაქ რო კრასნოდარს ქართველის მისვლა არ ჩაძირავს. ოქრიაშვილზე პრეტენზია არ მაქ. მაგარია. მარა ქართველის გუნდების ჭირი არ დაემართოს მაგ გუნდს მეშინია

17:14 | 19.09.2016
KoRBeN DaLLaS (24838)

არ უნдა წასულიყო ვაკო ფშეკებში რა...
გუნдი არეული, ჩემპიონატში ცუдი სტარტი, ლიგაზე ისეთ дღეში ჩააგдებენ ლეგიას, ფეხბურთის ხსენებაზე გულის რევის შეგრძნება дაეწყებათ მგონი...
კიдევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჰოლანдიიдან პოლონეთში წასვლა ახალგაზრдა პერსპექტიული ფეხბურთელისთვის უაზრობაა.
რატომ მიიყვანა აქამдე საქმე, როცა ვიტესის ერთერთ ლიдერაд ითვლებოдა ვერ ვხვдები.

16:25 | 19.09.2016
Qutaisi Black 1 (77)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8')>0?'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8':'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8'))

15:57 | 19.09.2016
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ლეგია დადნალიკთან ჩაიჯვა და ძLივს გავიდა ლიგაზე ეს გუნდი 0 ქულით დაამთავრებს ლიგსის
ჯ გუფს

15:51 | 19.09.2016
mindia (2281)

სადაც ქართველი მივა ფეხბურთში, ან გუნდი იშლება, ან მწვრთნელი იცვლება, ან კოტრდება ან კიდე რაღაც ეგეთი?

შემთხვევითობაა ვითომ? არ მჯერა.

14:46 | 19.09.2016
iloreli (2516)

добрые глаза, сразу видно хорощий человек...
იმედია კარგად შეხედავს

14:23 | 19.09.2016
seba (304)

ჰაჰაჰაჰაჰა თარსები არიან რასაც ჰქვია, ან თვითონ არიან მოჯადოვებულები

14:06 | 19.09.2016
მადრიდისტა (17021)

იმედია ახალი მწვერთნელი კარგად შეხედავს ვაკოს და 10 პოზიციაზე ათამაშებს

0.116424