ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველის დავიდ ლუისის განმეორებითი დებიუტი ლონდონის "ჩელსის" რიგებში 16 სექტემბერს, "ლივერპულთან" გასამართი პრემიერლიგის მატჩში შედგება. აღნიშნული ინფორმაცია პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა ანტონიო კონტემ დაადასტურა.
ლუისი "არისტოკრატების" რიგებს პსჟ-დან მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა. რაზილიელმა ინგლისური გრანდი 2014 წელს დატოვა. სულ კი ლონდონელების რიგებში სამხრეთამერიკელს 143 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გაიტანა.