სხვა

15:03 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მამული ევროტურნირის ორივე მატჩს თბილისში გამართავს

ხელბურთელ ქალთა კლუბი, მამული, ევროტურნირების ორივე შეხვედრას, ჩეხეთის სოკოლ პორუბას წინააღმდეგ, თბილისში ითამაშებს, 19 და 20 ნოემბერს. ეს იქნება ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალი.

თავდაპირველად, ჩეხური კლუბს ორივე მატჩის ოსტრავაში თამაში სურდა, მაგრამ მამულის ხელმძღვანელობა ამას არ დათანხმდა, რის შემდეგაც ოსტრაველებმა თავად შემოგვთავაზეს თბილისში შეხვედრა. მეთექვსმეტედფინალის სათამაშო დღეები 12-13 და 19-20 ნოემბერია, ორივე გუნდმა თარიღად 19 და 20 ნოემბერი არჩია.

თბილისის მამული ჩელენჯ კაპისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბაზაზე დაკომპლექტდება და მას ნაკრებისვე მთვარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა უხელმძღვანელებს.

გიორგი გვაზავა: - თამაშებამდე ორ თვეზე მეტია, მაგრამ ჩვენ ვარჯიში სექტემბრის პირველ რიცხვებიშვე დავიწყეთ. ამჟამად ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს - კროსი, ძალოსნობისა და ხელბურთის დარბაზები. ჩეხები თავს ფავორიტებად თვლიან და ამიტომაც დაგვთანხმდნენ ორივე მატჩის თბილისში გამართვაზე. რა თქმა უნდა, ისინი ჩვენზე გამოცდილები, თანაც ასაკით უფროსები არიან და ეს არაა უმნიშვნელო ფაქტორი, თუმცა, ჩვენ, ბრძოლას გავმართავთ, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ. სოკოლ პორუბას თამაშები გარჩეული გვაქვს. კლუბი ჩეხეთის ბოლო ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა და ვერ ვიტყვი, რომ სუპერგუნდია, მათთან თამაში შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მოთამაშის გარდა, მთლიანად ახალგაზრდული, 17-18 წლის გოგონებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. სამწუხაროდ, დაგვაკლდება ორი წამყვანი მოთამაშე - თამარ ჩოგოვაძე და თათია გადელია. ორივე ნაოპერაციებია და ორივემ დაიწყო ვარჯიში, მაგრამ ნოემბრამდე ვერანაირად ვერ მოასწრებენ აღდგენას. ნაკრების გოგონების გარდა გვემატება ერთადერთი ხელბურთელი, ნაკრებში ჩემი ასისტენტი ინა ჭკუასელი, რომელიც, მე ვფიქრობ, ძალიან დაგვეხმარება ჩვენთვის დეფიციტურ, ცაციის ორივე პოციზიაზე. ვეცდებით, რომ ნოემბრის თამაშებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. ჩელენჯ კაპის თამაშები ძალიან უნდა მოგვეხმაროს 2017 წლის ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაციისთვის, რომლის წილისყრასაც, ოქტომბერში, მოუთმენლად ველოდებით. სოკოლ პორუბასთნ თამაშები სხვა მხრივადაც არის მნიშვნელოვანი - ჩვენ პირველად ვითამაშებთ არა ასაკობრივი, არამედ ქალთა გუნდის წინააღმდეგ. გუნდს სულ ორი ასაკობრივი ტურნირი დარჩა და მალე ეროვნული ნაკრებების დონეზეც უნდა დავიწყოთ გამოსვლა.

ჩვენმა მეტოქემ. სოკოლ პორუბამ სეზონი უკვე დაიწყო. კლუბი გამოდის ე.წ ინტერლიგაში, სადაც ჩეხეთისა და სლოვაკეთის 13 საუკეთესო კლუბი თამაშობს. პირველ ტურში სოკოლი შინ დამარცდა სლოვაკეთის ჩემპიონ მიჰალოვცესთან, 22-36, მოიგო პრეშოვში 33-28 და შინ წააგო უკვე ჩეხეთის ჩემპიონთან, პრაღის სლავიასთან - 21-22.

თბილისის მამული ჩელენჯ კაპზე

GK ანა ვარდიშვილი (1999), ქრისტინე ჯავახია (1998), მარიამ ჩაჩუა (1999)

LW ქრისტინე ღვალაძე (1998), თამარ კუპატაძე (1998)

LB ქეთი კუნელაშვილი (1999), თინა ქიტესაშვილი (1999), ელისაბედ ჩხაიძე (2002)

CB ანა ყველაშვილი (1999), მარია ლისენკო (1998)

RB ქეთევან ვენეცკი (1998), კატერინა ესმანოვიჩი (1999)

RW ინა ჭკუასელი (1985), ნინო გაგნიძე (2002)

P მედეა ჩოხელი (1999), ჯულია ჩირგაძე (2001)

მწვრთნელი გიორგი გვაზავა, გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი

--

სოკოლ პორუბა (ოსტრავა, ჩეხეთი)

GK მარკეტა დოლაკოვა (1989), ლენკა როჰაჩკოვა (1992), ჰანა მუჩკოვა (1998)

LW მარია რევაიოვა (1991), მიხაელა სეკულოვა (1995), ანდრეა დვორჟაკოვა (1998)

LB შარკა მარჩიკოვა (1992)

CB ბარბორა მილკოვა (1990)

RB ტერეზა ხოვანცოვა (1995), ალიცა კოსტელნა (1995), ლეონა შვირაკოვა (1991), სილვიე პოლაშკოვა (1998)

RW ალჟბეტა რეხტორისოვა (1988), ჰანა მაივაელდეროვა (1993), დიანა ტომაშეჩოვა (1994)

P პეტრა ადამკოვა (1991), ნიკოლა ვარმუჟოვა (1996), ევა მინარჩიკოვა (1992), მიხაელა კონეჩნა (1998)

მწვრთნელი: პეტერ ოლშანსკი

--

ხელბურთი. ჩელენჯ კაპი 2016-17. ქალები. 1/16 ფინალი (12-13/19-20 ნოემბერი)

სოკოლ პორუბა (ჩეხ) - მამული თბილისი (საქ) – 19-20 ნოემბერს, თბილისში

შტოკერაუ (ავს)- ელბლაგი (პოლ), ცუგი (შვც) - ოლიმპია (ბრი), არდაშენი (თურ) - დანილოვგრადი (მნტ), ვირტო კინტუსი (ჰოლ) - მირა პრიედორი (ბოს), ჰიფკ (ფინ) - გრან კანარია (ესპ), ჰაუკარი (ისლ) - სალერნო (იტა), ჰოორსი (შვდ) - სუასო (ესპ), სვილენგრადი (ბულ) - ვარდარ ჯუნიორი (მკდ), ფემინა ვიზე (ბელ) - აბუ ბაქო (აზე), აიდოვშჩინა (სლნ) – ილიძა(ბოს)/ზაგნოსპორი (თურ), კარპატი (უკრ) - ფერარა (იტა)/თიუნი (შვც), დორბირნი (ავს)/მადეირა (პორ) - ლოკომოტივა ზაგრები (ხორ), მაკაბი რამათ-განი (ისრ) - შჩიპონა (კოს), კუმანოვო (მკდ)/ჰელვეცია ალკობენდასი (ესპ) - კოლეჟიო დე გაია (პორ), დნეპრიანკა ხერსონი (უკრ) - ატლეტიკო გარდესი (ესპ)

0.157788