ფეხბურთი

15:27 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” “მილანის” რეკორდი გაიმეორა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” ევროტურნირებზე “მილანის” რეკორდი გაიმეორა. საქმე ისაა, რომ “ბებერ სინიორას” ევროსარბიელზე უკვე ზედიზედ 17 საშინაო შეხვედრა არ წაუგია და “მილანის” შემდეგ მეორე იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც აღნიშნულ ციფრს უწია. ახლა “იუვეს” ამ რეკორდის მოხსნის შესაძლებლობაც ექნება – ამისთვის საჭიროა მომდევნო სახლის თამაში არ წააგოს, რომელსაც იტალიური გრანდი 2 ნოემბერს, ფრანგულ “ლიონთან” გამართავს.

შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” პირველ ტურში შინ “სევილიას” დამარცხება ვერ შესძლო (0:0), მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა მეტოქისგან განსხვავებით. სხვათა შორის, “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე I ტურში არასდროს წაუგია (17 მატჩი, 10 მოგება, 7 ფრე)...

0.121109