ფეხბურთი

2:42 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის "კრასნოდარს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"კრასნოდარის" სამწვრთნელო შტაბში, რომლის ღირსებასაც ქართველი თორნიკე ოქრიაშვილი იცავს, ცვლილებაა: ოლეგ კონონოვმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, არადა 3 წლის განმავლობაში თავკაცობდა ამ გუნდს და საკმაოდ შედეგიანადაც. კონონოვის შემცვლელად რუსეთის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი იგორ შალიმოვი დაინიშნა. რომელიც განსაკუთრებული სამწვრთნელო მიღწევებით ვერ დაიკვენხნის – ბოლოს იგი “კრასნოდარში”, კონონოვის ასისტენტად მუშაობდა.

შეგახსენებთ, თორნიკე ოქრიაშვილი რუსულ "კრასნოდარში" გადავიდა, ეს რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და ამის შესახებ ჩვენ მკითხველს უკვე ვაცნობეთ. ისიც მოგეხსენებათ, თორნიკემ 4-წლიანი ხელშეკრულება რომ გააფორმა. ოქრიაშვილი 70-ნომრიანი მაისურით ითამაშებს "კრასნოდარში". სხვათა შორის, აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა გუნდმა ოფიციალურად მხოლოდ დღეს დაადასტურა, არადა ყველაფერი ცნობილი უკვე წინა პარასკევს გახდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.84847