ფეხბურთი

19:06 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენოლ გიუნეში: “დღეს საუკეთესო გაიმარჯვებს”

თურქეთის ჩემპიონ “ბეშიქთაშის” მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში ფიქრობს, რომ “ბენფიკა” ძლიერი გუნდია, თუმცა იქვე აღნიშნავს, უძლიერესი გაიმარჯვებსო. ამის შესახებ თურმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ ვუპირისპირდებით “ბენფიკას”, რომელსაც ამ ტურნირზე თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია. შარშან მეოთხედფინალშიც გავიდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ. არ მინდა იმაზე საუბარი, თუ როგორი შემადგენლობით გავალთ მოედანზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვინც სასტარტოში იქნება, ბოლომდე დაიხარჯება. პორტუგალია ევროპის ჩემპიონია, ჩვენი ერთი ფეხბურთელიც მათ შორის. მინდა, ორივე გუნდს წარმატება ვუსურვო და საუკეთესო გაიმარჯვებს”, - თქვა გიუნეშმა.

“ბენფიკა” – “ბეშიქთაშის” მატჩი ლისაბონში გაიმართება და იგი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.126592