ფეხბურთი

16:23 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას საპრეზიდენტო არჩევნები: ჩეფერინი აშკარა ფავორიტია

14 სექტემბერს ათენში უეფას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. კანდიდატი ორია: სლოვენიელი ალექსანდრ ჩეფერინი და ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრააგი. უკვე გვეწერა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩეფერინს უჭერს მხარს.

ზოგადად, ფავორიტი სწორედ ჩეფერინია. წინასწარი ცნობით, შედარებით სუსტი ევროპული ქვეყნების ფედერაციები მას უჭერენ მხარს და არა მხოლოდ - გერმანია, პორტუგალია და კიდევ რამდენიმე წამყვანი ასოციაციაც.

ჩეფერინი იურისტი გახლავთ და 2011 წლიდან სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მუშაობს.

რატომ ჩეფერინი? საქმე ისაა, რომ სლოვენიელმა ბობოლა ქვეყნების წინააღმდეგ გაილაშქრა, ისინი ყველანაირად ცდილობენ ცალკე გასვლას და შედარებით სუსტებისგან თამაშების აცილებასო. მაგალითად, ჩეფერინმა განაცხადა, რომ უეფა გავლენის ქვეშ მოექცა, როცა ტოპ-ოთხეულის ჩემპიონატიდან ჩემპიონთა ლიგაზე 4 გუნდის პირდაპირ გასვლას დაუჭირა მხარი (2018/2019 წლების სეზონიდან).

ტოპ-კლუბების ლიგის შექმნის იდეაზეც, სლოვენიელმა თქვა: "ეს ნიშნავს კლუბებსა და უეფას შორის ომის დაწყებას".

0.116312