ფეხბურთი

13:09 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “სელტიკი” ისტორიული გუნდია”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ გლაზგოს “სელტიკი” ისტორიით ევროპის გამორჩეული გუნდია. როგორც კატალონელმა სპეციალისტმა აღნიშნა, იგი კარგად იცნობს შოტლანდიურ კლუბს.

“ვეთამაშებთ ისტორიულ გუნდს. აქამდე ბრენდან როჯერსს რამდენჯერმე შევხედრილვარ და ვიცი, რომ შემტევი ფეხბურთის მქადაგებელია. ჩვენ უკვე ვეთამაშეთ ამხანაგურ მატჩში “სელტიკს” (“ბარსამ” 3:1 მოიგო დუბლინში - ავტ) და ეს დაგვეხმარება იმაში თუ როგორ ვითამაშოთ დღეს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ეს ბევრად განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე სპარინგ მატჩია”, - დასძინა ლუის ენრიკემ.

“ბარსელონასა” და “სელტიკის” მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.119099