ფეხბურთი

18:30 | 12.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შირერს ნიუკასლში ძეგლი დაუდგეს

ინგლისური “ნიუკასლის” ლეგენდარულ ფორვარდს ალან შირერს გუნდის საშინაო არენის “სენტ ჯეიმს პარკის” ტერიტორიაზე ძეგლი დაუდგეს, რომლის გახსნის ცერემონიალი დღეს გაიმართა და ღონისძიებაში მონაწილეობა თავად შირერმაც მიიღო. ძეგლის შესაქმნელად საჭირო თანხა, 250 ათასი გირვანქა სტერლინგი, “ნიუკასლის” ყოფილი პრეზიდენტის ფრედი შეპარდის ოჯახმა გამოჰყო.

შირერი “ნიუკასლის” ღირსებას 1996-2006 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 404 მატჩში 206 გოლი გაიტანა. “ნიუკასლის” გარდა, ალანს კარიერის განმავლობაში “ბლექბერნსა” (1992-1996) და “საუთჰემპტონში” (1988-1992) უთამაშია. ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი 1992-2000 წლებში გამოდიოდა და 63 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

ამჟამად 46 წლის შირერი ბრიტანულ ტელევიზიებში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172201