“ბოკა ხუნიორსის” არგენტინელ თავდამსხმელ კარლოს ტევესს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. საქმე ისაა, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა “ბელგრანოსთან” შეხვედრის 36-ე წუთზე მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა და მოედანი ნაადრევად დატოვა. როგორც ირკვევა, ტევესმა არბიტრის და უშვერად მოიხსენია, რის გამოც მისგან წითელი ბარათი მიიღო.
ყველაფერი კი, “აპაჩეს” უხეშ თამაშს მოჰყვა, მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო შელაპარაკების შემდეგ ჯიბიდან წითელი ბარათიც ამოიღო. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, კარლოს ტევესი 3-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.
აღსანიშნავია, რომ გაძევებამდე სამი წუთით ადრე, “იუვენტუსის” ყოფილმა შემტევმა აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. უშუალოდ თამაში კი, “ბოკამ” 3:0 მოიგო.