ჩოგბურთი

10:55 | 12.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მატეკ-სანსდსი-საფაროვას წყვილმა US Open-ი მოიგო

ამერიკის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული ამერიკელი მატეკ-სანდსის და ჩეხი ლუსი საფაროვას წყვილი გახდა. ჩეხურ-ამერიკულმა ტანდემმა ფინალში ფრანგები კრისტინა მლადენოვიჩი და კაროლინა გარსია 2:6, 6:7, 4:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა.

მატეკ სანდსმა და ლუსი საფაროვამ ამერიკის ღია პირველობა კარიერაში პირველად მოიგეს. ჩეხურ-ამერიკული წყვილი ფინალამდეც დამაჯერებლად მივიდა, მხოლოდ ერთი სეტი ჰქონდათ წაგებული.

ჩეხურ-ამერიკულმა დუეტმა ფინალში გამარჯვებით 2000 სარეიტინგო ქულა და 625 000 ამერიკული დოლარი დაიმსახურა.

0.11614