ჩოგბურთი

10:33 | 12.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკა US Open-ის გამარჯვებულია

შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ კარიერაში პირველად ამერიკის ღია პირველობა მოიგო, სტენმა ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:7, 6:4, 7:5, 6:3 დაამარცხა. ვავრინკამ დიდი სლემის მესამე ტურნირი მოიგო. შეხვედრა 3 საათი და 57 წუთი გაგრძელდა. პირველი სეტი ნოვაკმა ტაი-ბრეიკზე 7:1 მარტივად მოიგო, რის შემდეგაც რთული წარმოსადგენი იყო, რომ შვეიცარიელი ზედიზედ სამი სეტის მოგებას მოახერხებდა.მეორე პარტიაში სტანისლასი 5:4-ზე ბრეიკს აკეთებს და სეტებში ანგარიშს ათანაბრებს, დანარჩენ ორ სეტში კი ჯოკოვიჩი თავის თავს აღარ გავდა, ვავრინკა გადამწყვეტ მომენტში იუველირული სიზუსტის დარტყმებს აკეთებდა.

ვავრინკამ კარიერაში მე-15 ტიტული მოიპოვა. სტენმა ამ გამარჯვებით 2000 სარეიტინგო ქულა და 3.5 მილიონი ამერიკული დოლარი მოიპოვა.

0.11961