იტალიური “ნაპოლის” კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას შედეგი გააუმჯობესა. საქმე ისაა, რომ 29 წლის სლოვაკმა გუშინ, იტალიის სერია A-ში ("პალერმოსთან" 3:0) ნეაპოლიტანური გუნდის მაისურით 82-ე გოლი გაიტანა, რითაც მარადონას აჯობა. არგენტინელს თავის დროზე მხოლოდ სერია ა-ს ეგიდით 81 გოლი გაეტანა.
ჰამშიკმა აღნიშნულ ციფრს 322 მატჩში უწია (2007 წლიდან), ხოლო მარადონამ 81-ჯერ მეტოქეთა კარის აღებას 188 თამაში ამყოფინა.