ქართველი ჩოგბურთელები თათია მიქაძე და სოფო შაფათავა თელავში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ფინალში დამარცხდნენ.
მიქაძემ და შაფათავამ ფინალამდე 3 გამარჯვება იზეიმეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი პირველი განთესვის მქონე რუსულ წყვილთან (ნათელა ძალამიძე-ვერონიკა კუდერმეტოვა) 4:6, 2:6 დამარცხდნენ.
ცნობისთვის, კუდერმეტოვამ ერთეულთა ტურნირშიც იმარჯვა. მან ფინალში მე-6 ნომრად განთესილ ებრაელ დენიზ ხაზანიუკს 7:5, 6:4 სძლია.
ისიც ვთქვათ, რომ მომავალ კვირას საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ჩინეთში ჟუჰაის 50-ათასიანი ტურნირზე ითამაშებს, სოფო ქვაცაბაია კი ძალებს უკრაინაში, ბუჩას 25-ათასიან ტურნირზე მოსინჯავს.