ფეხბურთი

16:41 | 10.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალი გამოძიება ფიფაში - ბლატერს, ვალკეს და კატნერს 80 მილიონის მითვისებაში ადანაშაულებენ

ფიფას ეთიკის კომიტეტის საგამოძიებო პალატამ ახალი საქმე აღძრა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის, გენერალური მდივანის ჟერომ ვალკესა და ორგანიზაციის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, მარკუს კატნერის წინააღმდეგ.

ფიფას პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანს ბრალი ედება ფიფას ქცევის კოდექსის დარღვევაში, მექრთამეობაში და კორუფციაში. გარდა ამისა, კატნერი დადანაშაულებულია ორგანიზაციის კონფიდენციალურობის დარღვევაში.

როგორც ირკვევა, ბლატერი და მისი ორი ყოფილი კოლეგა საკუთარ თავს უწერდნენ ბონუსებს, რომელთა საერთო რაოდენობამ ხუთი წლის განმავლობაში 80 მილიონი დოლარი შეადგინა.

0.484329