ფეხბურთი

14:17 | 10.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს. ლიგის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელიც არკვევდა საუკეთესო კიპერს და გულშემატკივრებმა უპირატესობა 38 წლის იტალიელს მიანიჭეს.

ჯიჯიმ ხმების 59% მიიღო და გერმანელი ოლივერ კანი უკან მოიტოვა, რომელსაც შესაბამისად, ხმათა 41% ხვდა წილად. გარდა აღნიშნული ფეხბურთელებისა, უეფას რჩეულთა შორის მანუელ ნოიერი, იკერ კასილიასი, იენს ლემანი, პეტერ შმეიხელი, პეტერ ჩეხი, ანჯელო პერუცი, სანტიაგო კანისარესი, ჯანლუკა პალიუკა, ედვინ ვან დერ საარი, ფაბიენ ბარტეზი, ფრანჩესკო ტოლდო, ჟულიო სეზარი, ვიქტორ ვალდესი და ირჟი დუდეკიც იყვნენ, თუმცა მათ ფინალური რაუნდში გასვლა ვერ მოახერხეს.

ნახევარფინალში ბუფონმა ნოიერს აჯობა – 54%:46%, კანმა კი, შმეიხელს – 51%:49% - აქვე, მეოთხედფინალური ბადის შედეგების ნახვაც შეგიძლიათ:

ჯანლუიჯი ბუფონს ჩემპიონთა ლიგაზე დღემდე 104 მატჩი აქვს ჩატარებული (94 “იუვენტუსში”, 10 “პარმაში”). 2002-2003 წლების სეზონში კი, იგი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე და ფეხბურთელი გახდა. სხვათა შორის, დღემდე ერთადერთი მეკარეა ლიგის ისტორიაში, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

0.113992