კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მესის სათამაშო ფორმაშია და "ალავესთან" მატჩში მონაწილეობას შეძლებს.
"ჩვენ სიტუაცია შევაფასეთ. მესიმ ივარჯიშა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდთან ერთად და სათამაშო ფორმაშია." - განაცხადა ესპანელმა.
მესიმ საზარდულის ტრავმა სანაკრებო მატჩის დროს მიიღო, როდესაც მისი გოლით არგენტინამ ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დაამარცხა. ვენესუელასთან დაპირისპირება შემტევმა გამოტოვა, არგენტინულმა მედიამ კი ამის გამო ფეხბურთელი გააკრიტიკა.
"ბარსელონას" და "ალავესის" დაპირისპირება 10 სექტემბერს "კამპ ნოუზე" გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.