სხვა

16:55 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაგა ხიჯაკაძე ლაზერულ რბენაში 19-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 1-4 სექტემბერს გამართულ მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე თანამედროვე ხუთჭიდის ქვესახეობა ლაზერულ რბენაში, სადაც სპორტსმენები სირბილსა და სროლაში ასპარეზობენ, „youth A" ასაკობრივ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა გაგა ხიჯაკაძემ. აღნიშნულ დისციპლინაში მედლებისათვის 10 ქვეყნის 35 სპორტსმენი იბრძოდა.

ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონი 19-წლამდელთა შორის გახდა.

ამ ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილზე ფრანგი სპორტსმენი ლუის მალჰერბე გავიდა, რომელიც გაგა ხიჯაკაძეს 6 წამით ჩამორჩა. საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ქრისტინა ჭიტაძემ მეშვიდე ადგილი დაიკავა „B"კატეგორიაში გოგონებში კადეტებს შორის.

ჩემპიონატის ბოლო დღეს შეჯიბრი შერეულ ესტაფეტაში ჩატარდა, სადაც ხიჯაკაძემ და ჭიტაძემ „A" კატეგორიაში კადეტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავეს.


სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

0.114125