ფეხბურთი

21:02 | 8.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

FIFA-მ "რეალის" და "ატლეტიკოს" სასჯელი ძალაში დატოვა

FIFA-ს სააპელაციო კომიტეტმა მადრიდის "რეალის" და "ატლეტიკოს" აპელაცია სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ინფორმაცია მსოფლიოს საფეხბურთო ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ორივე კლუბმა არასრულწლოვანი ფეხბურთელების დამატების დროს სატრანსფერო წესები დაარღვია და FIFA-სგან სასჯელი მიიღო. მადრიდის "რეალმა" უკვე განაცხადა, რომ საქმეს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მომდევნო ორ სატრანსფერო პერიოდში აღნიშნული კლუბები ვერ შეძლებენ ფეხბურთელების დამატებას. ასევე "ატლეტიკოს" მოუწევს 900 ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდა, ხოლო "რეალს" - 360 ათასის.

0.119184