კალათბურთი

17:27 | 8.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიბას ინფორმაციით, თბილისურ მატჩზე რეკორდი დამყარდა

ფიბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 7 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს და ჩერნოგორიის ნაკრებთა მატჩს 9 800 მაყურებელი დაესწრო, რაც სრულიად მიმდინარე შესარჩევი ციკლისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა F ჯგუფის ცენტრალური მატჩი 74:76 წააგეს, ქომაგობა კი მართლაც რომ სამაგალითო იყო. სპორტის სასახლის ტრიბუნები ბოლომდე იყო გადავსებული და საბოლოოდ, გამარჯვება რომ მასპინძლებს დარჩენოდათ, აღნიშნულში გულშემატკივრების წვლილი დიდი იქნებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115442