ფეხბურთი

18:32 | 7.09.2016 | ნანახია 2126 - ჯერ

“კრისტალ პალასს” ფლამინის დამატება უნდა

32 წლის ფრანგი ნახევარმცველი მეთიუ ფლამინი, შესაძლოა “კრისტალ პალასში” გადავიდეს, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს. “კრისტალ პალასის” მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ დაადასტურა, რომ კლუბი ფლამინის ტრანსფერზე მუშაობს. ამ ეტაპზე 32 წლის ნახევარმცველი თავისუფალი აგენტია.

ფლამინის კარიერის განმავლობაში “მარსელში”, “არსენალში” და “მილანში” უთამაშია. 2007-2008 წლებში მეთიუ საფრანგეთის ნაკრების წევრიც იყო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:46 | 07.09.2016
Aureliano buendia (255)

ამას იმდენი ფული აქვს შეუძლია მთელი კრისტალ პალასი იყიდოს, ერთერთი უმდიდრესი ფეხბურთელია მსოფლიოში

15:53 | 08.09.2016
ssll (1520)

საიდან იცი?

0.106549