ფეხბურთი

18:07 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძამბროტამ ზლატანი ნეიმარს და სუარესს შეადარა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფილმა თანაგუნდელმა ჯანლუკა ძამბროტამ შვედი შეაქო და აღნიშნა, ამჟამად იგი ნეიმარის და სუარესის დონეზე თამაშობსო.

"იბრაჰიმოვიჩი ყველგან ძალიან კარგად თამაშობს, სადაც კი მიდის გამარჯვებული ხდება. ზლატანი შეგვიძლია შევადაროთ ამჟამინდელ ისეთ საუკეთესო მოთამაშეებს, როგორიც ნეიმარი და სუარესია." - განუცხადა The Sun-ს იტალიელმა.

ზლატანს ინგლისში გადაბარგების შემდეგ ჩატარებულ სამ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და წარმატებული სერიის გაგრძელების საშუალება 10 სექტემბერს მანჩესტერულ დერბიში მიეცემა. "იუნაიტედი" "სიტის" "ოლდ ტრაფორდზე" მიიღებს, მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

0.112683