ფეხბურთი

17:17 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ერიქსენმა "ტოტენჰემთან" გაახანგრძლივა

დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ერიქსენი "მამლების" რიგებში 2013 წელს "აიაქსიდან" 13.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ ჩატარებულ 101 მატჩში 23 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ამჟამად ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 31 მილიონი ევროა.

0.118793