რიო დე ჟანეიროს პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი თომას ბახის გარეშე ჩატარდება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის - ვალტერ შეელის გარდაცვალების გამო გამოტოვებს.
სოკ-ის პრეზიდენტმა ბოლოს პარალიმპიური თამაშების გახსნა 1984 წელს გამოტოვა - ხუან ანტონიო სამარანჩი ცერემონიას იმის გამო ვერ დაესწრო, რომ პარალიმპიადას ორი მასპინძელი ჰყავდა: ნიუ-იორკი და სტოკ-მანდევილი.
რიო 2016-ის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი თბილისის დროით 8 სექტემბერს, ღამის 3 საათზე დაიწყება.