კალათბურთი

22:22 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შევავსოთ სპორტის სასახლე მატჩამდე 1 საათით ადრე!

საქართველოს და ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებთა პრინციპულ მატჩამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და უკვე ცხადია, რომ ილიას ზუროსის შეგირდებს მხურვალე მხარდაჭერა გარანტირებული ექნებათ.

მოგეხსენებათ, ბილეთების ინტერნეტ-რეალიზაცია ხდება და თუკი შესაბამის ვებ-გვერდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ სპორტის სასახლეში ცარიელი სულ რამდენიმე ათეული ადგილიღაა. ნათელია, რომ შეხვედრის დაწყებამდე ეს ბილეთებიც გაიყიდება.

შესაბამისია ქართველ კალათბურთელთა მოწოდებაც. კარგი იქნება, თუკი გულშემატკივარი სპორტის სასახლეს მატჩამდე 1 საათით ადრე შეავსებს და დარბაზში მოსათელად გამოსულ კალათბურთელებს უკვე ანშლაგი დახვდებათ.

აღნიშნული ბიჭებისთვის დიდი მოტივაცია უნდა იყოს. შემთხვევითი არაა, რომ მატჩისწინა კომენტარებში, როგორც ქართველი, ასევე ჩერნოგორიელი კალათბურთელები ერთხმად აცხადებენ, რომ სავსე ტრიბუნებს თამაშის მიმდინარეობაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდებს ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ციკლში ორ-ორი მატჩი აქვთ მოგებული, ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებული კი F ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

7 სექტემბერს, მატჩი სტარტს 19:00 საათზე აიღებს, სპორტის სასახლის კარებები კი 17:30 საათზე გაიღება და ქომაგებს კუთვნილი ადგილების დაკავება თადარიგიანად შეეძლებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132419