ფეხბურთი

18:42 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელე შედეგიანობით მხოლოდ ბაჯოს ჩამორჩება

გრაციანო პელე იტალიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში 1990 წლიდან მოყოლებული ყველაზე შედეგიან ფეხბურთელთა შორის მეორეა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საშუალო მაჩვენებლით. ანუ, გატანილი გოლები, ჩატარებულ მატჩებთანაა შეფარდებული.

პელეს “სკუადრა აძურას” ღირსება დღემდე 19-ჯერ დაუცავს და მის ანგარიშზე 9 გოლია. საშუალოდ თამაშში გრაციანოს 0.47 გოლი გააქვს ნაკრებში. ამ მხრივ უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ რობერტო ბაჯოს აქვს – ლეგენდარული შემტევის ანაგრიშზე 56 შეხვედრაში 27 გოლია (საშუალოდ თამაშში 0.48).

აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრების ბოლო 7 გოლიდან 4 პელეს ანგარიშზე მოდის. მან ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასა და ესპანეთს გაუტანა, ხოლო აღნიშნულ ბურთებს საფრანგეთისა და ისრაელის კარში გატანილი გოლები დაუმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122166