კალათბურთი

14:47 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“არისმა” სანიკიძის ტრანსფერი დაადასტურა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ სანიკიძე ბერძნულ “არისში” ოფიციალურად ჩაირიცხა. 30 წლის ქართველი კალათბურთელის ტრანსფერი სალონიკელთა ვებ-გვერდმა დაადასტურა. იქ ვკითხულობთ, რომ სანიკიძე “შავ-ყვითლების” ღირსებას 2016-17 წლების სეზონში დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ სანიკიძისა და “არისის” მოლაპარაკებების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოსკენ გახდა, თუმცა, ვიკას აგენტმა ისინი არ დაადასტურა, ახლა კი, ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცა. აქვე ვთქვათ, რომ სანიკიძემ გასული სეზონი თურქულ “ანკარა კოლეჯლილერში” გაატარა, სადაც საშუალოდ 12.2 ქულას, 7.9 მოხსნას და 2.8 პასს აგროვებდა.

ამგვარად, მომავალ სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების 2 წევრი ითამაშებს. როგორც მოგეხსენებათ, ათენის აეკ-ში ჩაირიცხა მაიკლ დიქსონი, რომელიც ამჟამად, ვიქტორის მსგავსად, ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ციკლში ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116525