რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ და საქართველოს ძაოსნობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ასევე ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ ქართველ ფეხბურთელებს წარმატება უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის შეგირდები თბილისში, “დინამო არენაზე” ავსტრიას დაუხვდებიან და ეს მატჩი სტარტს 20:00 საათზე აიღებს.
ლაშა ტალახაძე: “დღეს საქართველოს ნაკრებს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში აქვს. ავსტრიასთან რთული იქნება, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენი ხასიათით, ერთსულოვნებით, ნიჭით დადებით შედეგს მივიღებთ. თქვენს გვერდით ვარ. წარმატებას გისურვებთ”.
გიორგი ასანიძე: “დღეს ყველანი თქვენს გვერდით ვარ ბიჭებო! ძალიან გვინდა, რომ მოიგოთ. გისურვებთ წარმატებას ამ და ყველა მომდევნო შეხვედრაში!”.