მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობის 1/8-ფინალში ბრიტანელი კაილ ედმუნდი მარტივად 6:2, 6:1, 6:4 დაამარცხა. ჯოკოვიჩს წინააღმდეგობა მხოლოდ მესამე სეტში შეხვდა, სადაც ედმუნდი სერბს 3:2-ს ბრეიკით უგებდა, თუმცა ბალკანელმა ყველაფერი მალევე გამოასწორა.
შეხვედრა საათსა და 58 წუთს გაგრძელდა. ჯოკოვიჩს 7 ორმაგი შეცდომა და 3 ეისი ჰქონდა, 15-დან 8 ბრეიკი შეასრულა. 171 გათამაშებიდან სერბის გამარჯვებით 101 დასრულდა.
მეთხედფინალში ჯოკოვიჩი ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგას შეხვდება.