მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ამერიკელმა სერენა უილიამსმა “ამერიკის ღია პირველობის” 1/16-ფინალში შვედი იოჰანა ლარსონი 6:2, 6:1 გაანადგურა და “დიდი სლემის” ტურნირებზე 307-ე გამარჯვება იზეიმა, რითაც ლეგენდარული ჩოგბურთელის მარტინა ნავრატილოვას (306) რეკორდი დაამხო.
1/8-ფინალში სერენა ყაზახ იაროსლავა შვედოვას დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში უილიამსი შვედოვას 4:0-ს უგებს.
დიდი სლემის ტურნირზე მოგებული მატჩები:
- სერენა უილიამსი – 307
- მარტინა ნავრატილოვა – 306
- კრის ევერტი - 299
- შტეფი გრაფი - 278
- ვინუს უილიამსი – 241