ფეხბურთი

13:23 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "კარგ დასაწყისს დიდი მნიშვნელობა აქვს"

საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. სლოვაკი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ხვალინდელ მატჩში კარგად თამაში შეუძლია, თუ ფეხბურთელები მოედანზე შესაბამისი განწყობით გავლენ.

ვაისი შესარჩევი ციკლის ფავორიტს ცალსახად ვერ ასახელებს - მისი თქმით, ჯგუფი ძალიან თანაბარია და შანსი ყველას აქვს. მათ შორის, საქართველოს ნაკრებსაც.

- რა იმედებით ხვდებით ხვალინდელ შეხვედრას და ფიქრობთ, გაქვთ თუ არა რომ გამარჯვების შანსი გაქვთ?

- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩი წარმატებით ჩავატაროთ. ჩემი აზრით, ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველა თამაშს დიდი მნიშვნელობა ექნება.

- რას დაუპირისპირებთ ავსტრიის ნაკრებს და როგორი ტაქტიკით ითამაშებთ?

- მთავარი მიზანია ხვალ სწორი ასპექტი ვიპოვოთ და მთავარია, დაცვასა და შეტევას ყურადღება ერთნაირად მივაქციოთ. მხოლოდ დაცვაში ჩაჯდომა შედეგს ვერ მოგვიტანს.

- მზადაა თუ არა თორნიკე ოქრიაშვილი 90 წუთის სათამაშოდ?

- ოქრიაშვილი როგორც იცით, ორი დღის წინ შემოგვიერთდა. მისი „მარსელში“ ტარნსფერში ჩაიშალა და ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ვნახავთ კიდევ, თუ რამდენად შეძლებს თამაშს.

- რატომ გადაინაცვლა გიორგი პაპუნაშვილმა ახალგაზრდულ ნაკრებში და გიორგი აბურჯანია შეძლებს თუ არა თამაშს?

- პაპუნაშვილის პოზიციაზე საკმაოდ კარგად ვართ დაკომპლექტებული და ამიტომ გადავწყვიტე, რომ 21-წლამდელებში ეთამაშა. ისე კი, მისით კმაყოფილი ვარ და დიდი მომავალი აქვს. რაც შეეხება აბურჯანიას, მას მცირე ტრავმა აწუხებს და ამიტომ ვარჩიეთ, რომ კლუბში დაბრუნებულიყო.

- ავსტრიის ნაკრებმა საკმაოდ ცუდად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. თქვენ როგორ შეაფასებდით მეტოქეს?

- ვფიქრობ, რომ ავსტრიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არ გაუმართლა. ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი ნაკრებია, რომელსაც არამხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავს - ალაბა, არნაუტოვიჩი, ჰარნიკი, დრაგოვიჩი. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველოდება და ყურადღებით თამაში გვმართებს.

- ვინ მიგაჩნიათ ფავორიტად ჯგუფში?

- სერბეთის შემადგენლობას თუ შევხედვათ, როგორ კლუბებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები, მაშინ ის აუცილებლად ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მოვიაზროთ. აქ არიან ავსტრია, ირლანდია, უელსი - ეს, ის გუნდებია, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და საკმაოდ კარგადაც. ასე რომ, ფავორიტის გამოყოფა გამიჭირდება.

- შესაძლებელია თუ არა გურამ კაშიამ ითამაშოს საყრდენ ნახევრმცველად და ასევე, ნაკრებმა გამოკვეთილი ცენტრფორვარდის გარეშე?

- ჩვენ გვაქვს საკმაო დანაკლისი. ეს დაახლოებით იგივეა ავსტრიას ალაბა და არნაუტოვიჩი რომ დააკლდეს. თუმცა, ჩემმა ფეხბურთელებმა ესპანეთთან უკვე გამოიჩინეს თავი და მათი მეიმედება. გუნდში საკმაოდ კარგი და ამაღლებული განწყობაა. რაც შეეხება კაშიასა და ცენტრფორვადს, ამას ვერ გეტყვით, რადგან ჯერ მეც არ მაქვს გადაწყვეტილი.

- რა არის საქართველოს ნაკრების მიზანი ამ შესარჩევ ციკლში?

- საქართველოს ნაკრებისთვის ამჟამად ყოველი დადებითი შედეგი წინ გადადგმული ნაბიჯია. საკმაოდ დიდი ცვლილებები ხორციელდება როგორც ნაკრებში, ასევე ფედერაციაში და ამიტომ თითოეულ შეხვედრაში კარგი შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.

- რამდენად დიდი პრობლემაა ნაკრებისთვის უთამაშებელი ფეხბურთელები და რამდენად მოგვარდა ხვალინდელი მატჩისთვის ეს პრობლემა?

- ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. არის ტრავმები, დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები. ანალოგიური პრობლემები ესპანეთთან მატჩის წინაც გვქონდა. საერთოდ, ნაკრებში იშვიათი მოვლენაა ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარო თავი. დარწმუნებული ვარ, თუ შესაბამისი განწყობა გვექნება ხვალინდელ თამაშს კარგად ჩავატარებთ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა შეხვედრა 5 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

0.121342