ფეხბურთი

22:46 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" და "მილანი" - ვარსკვლავთ ცვენა "ემირეითსზე" (+VIDEO)
"არსენალი" - "მილანი" 4:2 (ლეგენდები)

დღეს, ლონდონში, “ემირეითს სთედიუმზე” “არსენალისა” და იტალიური “მილანის” ლეგენდები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრნენ. აღნიშნულ მატჩში ბევრ ისეთ სახეს ნახავდით, რომელთა თამაში XX საუკუნის მიწურულსა თუ XXI საუკუნის დასაწყისში დიდ სიამოვნებას განიჭებდათ...

უშუალოდ დღევანდელი სპარინგი კი ლონდონელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 4:2. “მეთოფეთა” შორის გამოირჩა ნიგერიელი ფორვარდი ნვანკო კანუ, ვინც “როსონერის” კარი სამჯერ აიღო. ერთიც ფრანგმა რობერ პირესმა გაიტანა. რაც შეეხება იტალიელებს, მათი მხრიდან დუბლით გამოიჩინა თავი კრისტიან ვიერიმ.

აღნიშნულ მატჩში გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

“არსენალი” – სიმენი, ჰუიტი, ტურე, სიგანი, ვინტერბურნი, პარლოუ, ჟილბერტო სილვა, ლიუნგბერგი, პეტი, ოვერმარსი, პირესი

შეცვლაზე შევიდნენ: კიოუენი, ლემანი, ლიმპარი, კანუ, ბოა მორტე

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“მილანი” – აბიატი, კაფუ, კოსტაკურტა, დესაი, ფავალი, ბობანი, ალბერტინი, ამბროზინი, სერჟინიო, დი კანიო, ვიერი

შეცვლაზე შევიდნენ: დიდა, ერანიო, კარბონე, მასარო, პანკარო, სიმონე

არ უთამაშია: მალდინი

მწვრთნელი: ფაბიო კაპელო

გოლები: 1:0 კანუ (27), 1:1 ვიერი (38), 2:1 კანუ (70), 3:1 კანუ (80, პენ), 4:1 პირესი (85), 4:2 ვიერი (90)

0.115476